“მაინტერესებს თქვენ რა მოისმინეთ, როცა იყავით გავარდნილი გარეთ,იმიტო რო რომ სამი ქალი ყვიროდა ” –სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს

პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს რუსთავში ამომრჩეველთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს რჩევა მისცა.შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა საკითხებზე გაამახვილა მან ყურადღება რუსთავის თეატრში გამოსვლის დროს ზურაბიშვილმა ასე უპასუხა:

“მე მაინტერესებს, თქვენ რა მოისმინეთ, როცა იყავით გავარდნილი გარეთ,იმიტო რო რომ სამი ქალი ყვიროდა იმის მაგივრად რომ მოისმინოთ ჩემი ძალიან საინტერესო გამოსვლა”