პარლამენტის წევრმა, რუსთავის ყოფილმა მერმა მამუკა ჩიქოვანმა „ევროპული საქართველო“ დატოვა. ახლა
მამუკა ჩიქოვანი პარლამენტში მუშაობას დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს.
„ახლა უკვე პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში ყოველგვარი პარტიული შდია წესების, დისციპლინის, დარღვევა-არდარღვევის გათვალისწინების გარეშე ბევრად უფრო ადეკვატურად ვიმოქმედებ საზოგადეობის ინტერესების შესაბამისად. ახლა ქვეყანა არის ძალიან ღრმა კრიზისში. საზოგადოებრივი დაკვეთა არის ცვლილებები და ეს დაკვეთა აუცილებლად უნდა შესრულდეს. ჩემი ამ გადაწყვეტილებით თანამებრძოლების ინსპირირებას შევცდები. ძალიან სახიფათო ზღვარზე ვდგავართ, ქვეყანაში შექმნილია მძიმე სიტუაცია. მოახლოებული არჩევნების წინ, ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც თითოეულ პარტიას, გაერთიანებას აქვს იმის ფუფუნება, რომ საკუთარი ძალების დემონსტრირება უნდა სცადოს და შემდეგ ხმები ითვალოს. ახლა დროა, დათმობების,“- განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.
საპარლამენტო უმცირესობიდან დეპუტატის წასვლის შესახებ გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, TV4 რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა მამუკა ჩიქოვანთან დაკავშირებას, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ჩიქოვანის პარტიიდან წასვლის შესახებ, რამდენიმე დღის წინ არც პარტიაში დაგვიდასტურეს.
(ფოტო არქივიდან)