“მართლმსაჯულება ვერ განხორციელდება. ეს იქნება უბრალოდ მსხვერპლად შეწირული გიორგი ჭანტურიას მიმართ შურისძიება”–ჭანტურიას ადვოკატი

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი ჭანტურიას საქმის არსებითი განხილვის გადადების შემდეგ ჭანტურიას ადვოკატმა კომენტარი გააკეთა. ბასილაია სასამართლოს უფლებამოსილებას ეჭვქვეშაყენებს და აცხადებს:

„გრძელდება ჩადებული მოწმეების პროცესი, სადაც უამრავი მტკიცებულების მოპოვებაზე სასამართლომ უარი გვითხრა, რაც ამხელდა, რომ ეს საქმე არის შეკერილი ჭანტურიას წინააღმდეგ. თუმცა ,დღეს გვაქვს კიდევ უფრო მძიმე სიტუაცია, სასამართლო წავიდა სერიოზულ პროცედურულ დარღვევებზე, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე, რომელმაც წაართვა გიორგი ჭანტურიას ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს უფლება.დღეს არსებითი საქმის განმხილვევლი მოსამართლე ცდილობს ამ საკითხის რესტავრაცია მაოხდინოს, თუმცა წინსასამართლო სხდომის მოსმართლის გადაწყვეტილების შეფასებაში არ შედის ,რომ ეს იყო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. თუ არ მიეცა შეფასება წინასასამართლო სხდომის გადაწყეტილებას, შეუძლებელია შემდგომი პროცესები განხორციელდეს კანონის შესაბამისად. დღევანდელი მოსამართლე იყო უფლებამოსილი, მას არ გააჩნდა უფლებამოსილება განეხილა დღევანდელი საქმე და გაეგრძელებინა ეს განხილვა, რადგან წინასაამართლო სხდომის მოსამართლემ მიიღო არაკანონიერიო გადაწყვეტილება და ნაფიცმსაჯულთა სხდომების გამართვის უფლება წაართვა გიორგი ჭანტურიას. რადგან დღევანდელი მოსმართლე აგრძელებს საქმეს მას უნდა გაეკთებინა შეფასეაბა წინასასაამართლო სხდომის მოსამარტლის გადაწყვეიტლებასთან დაკავშირებით.თუ ეს შეფასება არ გაკეთდება, მაშინ ჩვენ ვიქნებით ჩაკეტილ წრეში,სადაც გვეყოლება ჩადებული მოწმეები, სადაც გვექნება ჩადებული იარაღები, სადაც გვექნება შეკერილი სამქე და მართლმსაჯულება ვერ განხორციელდება. ეს იქნება უბრალოდ მსხვერპლად შეწირული გიორგი ჭანტურიას მიმართ შურისძიება.”–განაცხადა ბექა ბასილაიამ