მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი უკვე დაიწერა

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის ერთი საჩივარი უკვე დაიწერა. როგორც საჩივრის ავტორი წერს, ერთ–ერთ უბანზე კონვერტების რაოდენობა ბიულეტენების რაოდენობას აღემატება. საოლქო საარჩევნო კომისიაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონდარღვევა არ არის. მარნეულში ყველა უბანზე კენჭისყრის პროცესი დილის 08:00 საათზე დაიწყო. მუნიციპალიტეტში სულ 90 საარჩევნო უბანია გახსნილი. ამომრჩეველთა რაოდენობა კი 90 ათას აჭარბებს. საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.