მარნეულის სოფელში პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრებს ორი წელი ეგონათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ.პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, რომლებიც სოფელ დაშტაფას მაცხოვრებლები არიან გამოაცხადეს, რომ პარტია “ევროპული საქართველო” დატოვეს და “ნაციონალურ მოძრაობაში” გადავიდნენ. იმ წევრებმა, რომლებმაც პარტია დატოვეს, განაცხადეს, რომ მათ „ევროპულ საქართველოში„ ატყუებდნენ და დღემდე ფიქრობდნენ, რომ „ევროპული საქართველო„ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი და იმავე პარტიაა. ამის შესახებ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოდან“ პროპორციული სიით მე-12 კანდიდატად დარეგისტრირებულმა გულიევ ნიზამიმ განაცხადა.