ორგანიზაცია „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ ინფორმაციით, მარნეულში, სოფელ იმირში 59-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ორგანიზაციის დამკვირვებლის ჯეიხუნ კარაევის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელს, ფიქრათ კარაევს ფიზიკურად გაუსწორდა ხალადი ჰუსეინოვი, რომელიც “ქართული ოცნების” წევრია. მისივე ინფორმაციით, სიტუაცია პოლიციის მისვლის შემდეგ განიმუხტა.
მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა ნავერიანის თქმით, მომხდარი პროვოცირებულია ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან.
„ეს ჩხუბი გამოწვეულია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ. რამდენიმე ჯგუფი დადის და რომელ უბანზეც მიდიან, ყველგან ინციდენტი ხდება“, – განაცხადა მამუკა ნავერიანმა.