რუსთაველი მგზავრები თბილისში დროულად ჩასვლას ვერ ახერხებენ. მათი თქმით, გაჩერებებზე სამარშუტო ტაქსების ლოდინი ნახევარი საათის განმავლობაში უწევთ. კომპანია „ინტერტრანსში“ აცხადებენ, რომ დილით, პიკის საათებში კომპანიის კუთვნილი ავტომობილები ვერ ახერხებენ დანიშნულების ადგილამდე ჩასვლას, რის შედეგადაც პრობლემა იქმნება.