საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა . „მე ხმას ვაძლევ ქვეყნის განვითარებას და ევროპულ მომავალს , ჩვენი შვილების და ქვეყნის სიკეთეს „- განაცხადა ხმის მიცემის შემდეგ რამაზ ბუდაღაშვილმა . მისი თქმით მოსახლეობამ უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი ქვეყნის წინსვლისთვის და განვითარებისთვის .
გარდაბნის მერმა საკუთარი პოზიცია თელეთის #23 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.