საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო” გრძელდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში და კულტურის ცენტრში დედაქალაქიდან ჩასული მწერლები, მთარგმნელები მეცნიერები და ხელოვანები სტუდენტებს და უფროსკლასელებს ხვდებიან..ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. თამარისის, ბოლნისის მეორე და მეხუთე საჯარო სკოლებში, უფროსკლასელებისთვის ტარდება სემინარები სხვადასხვა თემაზე: „ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში; ქართული ანბანი – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი; ქართულ – აზერბაიჯანული ლიტერატურული ურთიერთობები – ორენოვანი ლიტერატურული ჟურნალის „სხვი“ წარდგინება; ფოტოხელოვნების სათავეები საქართველოში. ღონისძიების ფარგლებში ბოლნისი კულტურის ცენტრში მოეწყობა რეჟისორ გიორგი თავართქილაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის „Cofee Break“ ჩვენებაც. პროექტის მუსიკალურ ნაწილს უზრუნველყოფს დედაქალაქიდან ჩასული მუსიკალური ბენდი „ქიმერა“, ხოლო სკოლის ბიბლიოთეკებს სასაჩუქრედ გადაეცემა სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები.