ყიზილაჯლოს 89-ე უბანზე საარჩევნო პროცედურების არაერთ დარღვევას აქვს ადგილი, – ამის შესახებ „მრავალეთნიკური ერთობის” წარმომადგენელმა ნინო რობაქიძემ განაცხადა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, 89-ე უბანზე ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც მარკირება არ ხდება ან უკვე მარკირებული პირები არაერთხელ შედიან საარჩევნო უბანზე.
„უბანზე ხშირია შემთხვევები, როდესაც პირადობის გარეშე შემოდიან. ასევე იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი დამკვირვებელი, რომლის იდენტიფიცირება ვერ შევძელი, დაეხმარა ამომრჩეველს კაბინაში ხმის მიცემის დროს. მე ამ უბანზე 6 საჩივარი დავწერე“, – განაცხადა ნინო რობაქიძემ.