2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე 25 კანდიდატი იყრის კენჭს.
პრეზიდენტობის 19 კანდიდატი პოლიტიკური გაერთიანებების მიერ არის წარდგენილი, ხოლო ექვსი კანდიდატი არჩევნებში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარდგენით – ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობს.
ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება პრეზიდენტობის შემდეგ კანდიდატებს შორის მოუწევთ:
#1 მიხეილ ანთაძე – “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“
#2 დავით ბაქრაძე – “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“
#4 ვახტანგ გაბუნია – “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“
#5 გრიგოლ ვაშაძე – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
#10 შალვა ნათელაშვილი – “საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
#13 ზვიად მეხატიშვილი – “საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“
#17 გიორგი ლილუაშვილი – “საქართველო“
#18 აკაკი ასათიანი – “ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“
#21 კახა კუკავა – “თავისუფალი საქართველო“
#22 ოთარ მეუნარგია – “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“
#23 ირაკლი გორგაძე – “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“
#25 დავით უსუფაშვილი – “თავისუფალი დემოკრატები“
#27 ზვიადი ბაღდავაძე – “სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო“
#28 მიხეილ სალუაშვილი – “სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“
#30 ზვიად იაშვილი – “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ (ედპ)
#31 თამარ ცხორაგაული – “თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“
#35 გელა ხუციშვილი – “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“
#36 ზურაბ ჯაფარიძე – “გირჩი“
#40 ლევან ჩხეიძე – “ახალი ქრისტიან-დემოკრატები“
#48 სალომე ზურაბიშვილი – დამოუკიდებელი კანდიდატი
#49 ბესარიონ თედიაშვილი – დამოუკიდებელი კანდიდატი
#51 გიორგი ანდრიაძე – დამოუკიდებელი კანდიდატი
#58 კახაბერ ჭიჭინაძე – დამოუკიდებელი კანდიდატი
#62 ვლადიმერ ნონიკაშვილი – დამოუკიდებელი კანდიდატი
#65 თეიმურაზ შაშიაშვილი – დამოუკიდებელი კანდიდატი
28 ოქტომბრის არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელზე სულ 46 განაცხადი იყო წარდგენილი, მათ შორის 20 – პოლიტიკური პარტიის, ხოლო 26 საინიციატივო ჯგუფის მიერ.
კანდიდატობის 21 მსურველს სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლების გამო ცესკომ რეგისტრაციაზე უარი უთხრა.