რუსთავის #2 საჯარო სკოლას შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭება

რუსთავის #2 საჯარო სკოლას შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭება. ამის შესახებ დღეს რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე იმსჯელეს. ინიციატივის ავტორი სკოლის ადმინისტრაცია. იმ შემთხვევაში თუ საკითხთან დაკავშირებით საკრებულო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს სახელდების მინიჭების პროცედურა დაიწყება. საბოლოოდ კი საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას განათლების, მეცნიერებისა, სპორტისა და კულტურის სამინისტრო მიიღებს.