მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის 27-ე ტურის მორიგი მატჩი, რომელშიც ერთმანეთს თბილისის „ლოკომოტივი“ და „რუსთავი“ დაუპირისპირდნენ.
მატჩი თბილისელთა შეტევით დაიწყო და უკვე მე-20 წამზე ანგარიში გაიხსნა. მარჯვენა ფლანგიდან თეიმურაზ შონიას ჩაწოდებულ ბურთს დავით ჯიქიამ თავური შეაგება და რუსთაველთა მეკარე ახლო მანძილიდან ძლიერად დარტყმულ ბურთს ვერ გაუმკლავდა – 1-0.
„რუსთავმა“ ანგარიშის გათანაბრება მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში შეძლო, როდესაც ზაზა ციცქიშვილის მიერ ჩაწოდებულ ჯარიმას გიორგი პაპავამ თავით მიმართულება ოდნავ შეუცვალა და წონასწორობა აღადგინა.
ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
27 ტურის შემდეგ „ლოკომოტივი“, 32 ქულით, ისევ მეექვსე ადგილზეა, „რუსთავს“ კი 29 ქულა აქვს და მეშვიდე პოზიცია უკავია.