რუსთავში აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით ქალაქის მერმა პირველი კომენტარი გააკეთა

მე-19 მიკრორაიონში ჟანგბადის ბალონის აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით ქალაქის მერი , ირაკლი ტაბაღუა მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს , მისი თქმით კომპანია , რომელიც საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ავტოფარეხის დემონტაჟს ახროციელებდა რუსთავის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან არანაირი შეხება არ ჰქონია  და სამუშაოებს კერძო კომპანია ახორციელებდა. ირაკლი ტაბაღუა მადლობას უხდის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებსა და ქალაქის საავადმყოფოებს ოპერატიულად მუშაობისთვის. როგორც ქალაქის პირველი პირი აღნიშნავს აფეთქების შედეგად მიყენებულ ზიანს ქალაქ რუსთავის მერია სრულად აანაზღაურებს.
შეგახსენებთ , რომ  მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს
240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს
წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს”.