რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის განრიგი შეიცვალა. ყვითელი ავტობუსები რუსთაველ მგზავრებს ნაცვლად ღამის შვიდი საათისა, ღამის რვა საათამდე მოემსახურებიან. გადაწყვეტილება რუსთავის ავტოტრანსპორტის საწარმოს მენეჯმენტმა მერიასთან შეთანხმებით, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. რუსთავის ავტოტრანსპორტის საწარმოში აცხადებენ, რომ ავტობუსები მგზავრთა გადაყვანას დილის შვიდი საათიდან ღამის რვა საათამდე უზრუნველყოფენ. მუნიციპალური ტრანსპორტის განრიგის შესახებ ინფორმაცია დატანილი იქნება გაჩერებებზე არსებულ მონიტორებზეც. ამ დროისთვის რუსთავში მგზავრთა გადაყვანას სულ 17 ავტობუსი ახორციელებს.