რუსთავში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების საჩივართან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების საჩივართან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების მიერ პოლიციის მეორე სამმართველოში გაკეთებულ საჩივართან დაკავშირებით უწყებამ მოკვლევა ჩაატარდა. გამოიკითხა ორივე მხარე და ფაქტი არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება არ დაუწყია.”

შეგახსენებ, ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები რუსთავის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ.მათ დღეს ინფორმაცია გაავრცელეს, თითქოსდა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს ზედახმედველობის სამსახურის თანამშრომლებმა კამპანია “ნუ გააყალბებ” ფარგლებში სტიკერების გაკვრაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.