რუსთავში რამდენიმე ქუჩას სახელი მიენიჭება

რუსთავში რამდენიმე ქუჩას სახელი მიენიჭება. საკითხზე სივრცით, ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე იმსჯელეს. მეშვიდე მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორია, კოსტავასა და მეგობრობის გამზირს შორის ქუჩა, მეცხრამეტე მიკრორაიონში, კერძო სახლების ტერიტორიაზე არსებული მონაკვეთი ეს არის ტერიტორიები, რომლების სახელდებაც ამ დრომდე არ იყო ცნობილი. თუ რა სახელები მიენიჭებათ კონკრეტულად ქუჩებს ხვალ ბიუროს სხდომაზე გახდება ცნობილი.