აქცია მარნეულში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დღეს,მარნეულში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. მათი თქმით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ბანერებს მიზანმიმართულად იღებს, ან ქალაქის ქუჩებში მისი განთავსების საშუალებას არ აძლევთ.
მარნეულის მერის ზაურ ტაბატაძის განმარტებით კი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა კანონით აკრძალულ ადგილებში განათავსეს ბანერები.დაარღვიეს საარჩევნო კოდექსის 46 მუხლი ,ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150 ე მუხლი და საქართველოს მთავრობის 57 ე დადგენილება. ამიტომაც მისი განმარტებით ბანერების დემონტაჟი მოხდა.