საჯარო სკოლის 7 მოსწავლე მოიწამლა

ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის 7 მოსწავლე მოიწამლა. ბავშვები გულის რევისა და თავბრუსხვევის სიმპტომებით სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა. 4 ბავშვი საავადმყოფოში სკოლიდან, 3 კი, სახლიდან გადაიყვანეს.

ბავშვებს ამ დროისთვის საავადმყოფოში საჭირო პროცედურები ჩაუტარდათ. ჯერჯერობით ოფიციალური მიზეზი თუ რისგან მოიწამლნენ ბავშვები ცნობილი არ არის.