სოზარ სუბარმა ყარათაკლიის სკოლის მოსწავლეებს ტექნიკა და წიგნები გადასცა

რეგიონულ საკითხებში პრემიერ მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა ყარათაკლიის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ქართული წიგნები გადასცა სოზარ სუბარი გარდაბნის მერთან რამაზ ბუდაღაშვილთან, გუბერნატორის მოადგილეებთან და პარლამენტის წევრ სავალან მირზოევთან ერთად ყარათაკლიის სკოლაში იმყოფებოდა. სოზარ სუბარმა ერთ ერთ გადაცემაში მოგებული 3000 ლარით სკოლის მოსწავლეებს ტექნიკა და წიგნები გადასცა. განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეგიდით კი სკოლის მოსწავლეებს სპორტული ეკიპირება და ინვენტარი გადაეცათ.