,,სპორტი ყველასათვის“- საბავშვო ველორბოლა რუსთავში (+ფოტო)

,,სპორტი ყველასათვის“ სპორტული ფესტივალი გაიმართა რუსთვაში.
რუსთავის ველომოყვარულთა კლუბის ორგანიზებით ქალაქში საბავშვო ველორბოლა მოეწყო. ველოშეჯიბრება 2 -16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მოეწყო სლოგანით „სპორტი მშვიდობისა და განვითარებისთვს“. ერთმანეთს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ველომოყვარულები ეჯიბრებოდნენ. რუსთავის მერიისა და სპორტის ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობით, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში ახალგაზრდებმა საკუთარი შესაძლობები გამოსცადეს. როგორც ველორბოლის ორგანიზატორებმა TV4-ს განუცხადეს, საბავშვო ველორბოლა , ველომსვლელობის მსგასად ტრადიციულ ხასიათს მიიღებს. რუსთავის ქუჩებში ხვალ საღამოს 18:00 საათიდან პროფესიონალი სპორტსმენები და ველომოყვარულები გამოჩნებიან და ტრადიციულ ველომსვლელობას მოაწყობენ