სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს კვების პროდუქტები გადაეცათ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში, რამდენიმე თვის წინ მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ 26 ოჯახს სურსათი საერთაშორისო ორგანიზაცია „წითელმა ჯვარმა“ გადასცა. საქველმოქმედო აქცია გარდაბნის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. რამდენიმე თვის წინ მომხდარი სტიქიის შედეგად სოფელ კრწანისში მოსახლოებას საცხოვრებელი სახლები,სარდაფები და ეზოები დაეტბორათ. განადგურდა შინაური ფრინველი და სასოფლო სამეურნეო სავარგულებიც. მოსახლოებას საქველმოქმედო დახმარების ფარგლებში საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები რამდენჯერმე გადაეცათ.