რუსთავში სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა , დღეს დილით კულტურისა და დასვენების პარკში 25 წლამდე მამაკაცმა ხეზე თავი ჩამოიხრჩო . ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები , მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები .
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს .