სუმგაით მეტალურგების ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შესაძლოა ცალმხვრივი გახდეს.
რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დღეს აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. მოსახლეობა სუმგაით მეტალურგების ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობის დარეგულირებას ითხოვს. მათი თქმით, მონაკვეთზე საცხოვრებელი სახლები ავარიულია და დიდი სატრანსპორტო მოძრაობის პირობებში ბინების ნგრევის საფრთხე იქმნება. რუსთავის მერიაში პრობლემის გადაჭრის რამდენიმე ვერსია განიხილება.
რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ დღეს მოსახლეობას აღნიშნულ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა წარუდგინა, რომელიც მუნიციპალიტეტის და საპატრულო პოლიციის ერთობლივი მუშაობის შედეგად მომზადდა.
რუსთავის მერიის ინფორმაციით ,პროექტი დამუშავების პროცესშია და მხოლოდ მას შემდეგ განხორციელდება, რაც მისი განხილვა სპეციალისტებთან და მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებთან მოხდება.