ტაიფუნი “ტრამი” 28 სექტემბერს იაპონიის კუნძულ ოკინავას თავს დაატყდა. შედეგად, 530 ავიარეისი გაუქმდა. მოგვიანებით 200 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ხელისუფლებამ 28 მუნიციპალიტეტში ევაკუაცია გამოაცხადა.
დაკარგულად ორი ადამიანი მიიჩნევა. სოფელ ტოტორის პრეფექტურაში, გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ავტომობილში ორი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა.