ქალაქის პირველმა პირმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

ქალაქის პირველმა პირმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ირაკლი ტაბაღუამ რჩეულ კანდიდატს ხმა #2 საარჩევნო უბანზე მისცა. ტაბაღუა საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა და კენჭისყრაში მონაწილეობა უმცროს ვაჟთან ერთად მიიღო. ირაკლი ტაბაღუამ რუსთაველებს არჩევნებში მონაწილეობისკენ და აქტივობისკენ მოუწოდა. როგორც ქალაქის პირველმა პირმა აღნიშნა, ეს არის პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უკანასკნელი შემთხვევა და ამ ისტორიულ მომენტში მნიშვნელოვანია ყველა რუსთაველმა აქტიური მონაწილეობა მიიღოს.