ქალაქ თეთრიწყაროში “გარისობა 2018” მიმდინარეობს (+ფოტო)

ქალაქ თეთრიწყაროს კულტურისა და დასვენების პარკში სახალხო დღესასწაული „გარისობა 2018“ გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენიი იყო მრავალფეროვანი პროგრამა, ასევე ფოლკლორული ანსამბლის და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მიერ კონცერტი გაიმართა , მოეწყო ეთნოგრაფიული საგამოფენო სივრცე, ტურიზმის კუთხე, ღია ბიბლიოთეკა, თეატრალური წარმოდგენები და სპორტული შეჯიბრებები.
სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დავიწყებას მიეცა. ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, 2017 წლიდან კვლავ აღინიშნება მრავალფეროვანი პროგრამით და მოსახლეობის მაღალი ჩართულობით. სახალხო დღესასწაულის სახელწოდება „გარისობა“ უკავშირდება ქ. თეთრიწყაროს ისტორიულ სახელწოდებას.
“გარისობა 2018” ს მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწერბიან.