ჩვენ დავასრულებთ სიყალბეს–შალვა ნათელაშვილი რუსთავში იმყოფებოდა

„ლეიბორისტული პარტიის“  პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი რუსთავში წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს. შალვა ნათელაშვილი ამჯერად რუსთავში  ეგრეთ წოდებული „სტამბულის ბაზრობის“ მოვაჭრეებს შეხვდა. შალვა ნათელაშვილმა მათი პრობლემები მოისმინა და მათ წინასაარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. შალვა ნათელაშვილის თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში ის ყველაფერს გააკეთებს, რომ მოვაჭრეები, რომლებიც იძულებული არიან, თავის რჩენის მიზნით  იდგნენ დახლებთან საკუთარ სამუშაოს დაუბრუნოს. შალვა ნათელაშვილი რუსთავში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში უკვე მესამედ იმყოფებოდა.