ჩიხურამ რუსთავი დაამარცხა

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 30-ე ტურის პირველი მატჩი „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართა, სადაც „რუსთავმა“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა და დამარცხდა.

36-ე წუთზე კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარში ლევან კაკუბავამ გადაგზავნა და „ჩიხურა“ 0:1 დააწინაურა. 64-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძის წაქცევითვის დანიშნული პენალტი გიორგი გაბედავამ უნაკლოდ შეასრულა, ეროვნულ ლიგაში მე-17 გოლი გაიტანა და საჩხერელთა უპირატესობა გაზარდა – 0:2. 78-ე წუთზე კი პენალტის დარტყმის უფლება უკვე „რუსთავმა“ მოიპოვა და ბექა ქავთარაძემ ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა 1:2.

რუსთაველებმა ბოლო წუთებზე ქულის გადარჩენა სცადეს, მაგრამ შედეგს ვერ მიღწიეს და საბოლოოდ, „ჩიხურამ“ გასვლაზე 1:2 მოიგო.

30 ტურის შემდეგ 53 ქულით საჩხერელებმა მესამე ადგილი განიმტკიცეს, ხოლო „რუსთავი“ 31 ქულით ისევ მეშვიდეზეა.