ცენტრალური საარჩევნო კომისია 12 საათის მონაცემებს აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია 12 საათის მონაცემებს აქვეყნებს. მათი ინფორმაციით,აღნიშნული დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 15,95 %-ს შეადგინა,რაც ნიშნავს იმას რომ საარჩევნო უბნებზე ხმა 558 755 ადამიანმა დააფიქსირა. ყველაზე დაბალი აქტივობა ყაზბეგში,12%,ხოლო ყველაზე მაღალი აქტივობა ამბროლაურში 27,4% ფიქსირდება. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით,ამომრჩეველთა აქტივობა 12 საათისთვის 1,2 %-თაა შემცირებული.