მიმდინარე წლის ცხრა თვის მანძილზე გამოძიება ქვემო ქართლში ოჯახური დანაშაულის 796 ფაქტზე დაიწყო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინსიტრო, ქვემო ქართლის პოლიცია ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ოჯახურ დანაშაულზე და ქალთა მიმართ ძალადობაზე მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც მათივე ინფორმაციით, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის ამაღლებაზე მიუთითებს.
ცხრა თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინსიტრომ ქვემო ქართლში ოჯახურ დანაშაულზე და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტზებზე გამოძიება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 53 პროცენტით მეტ საქმეზე დაიწყო. სისხლის სამართლებრივი დევნა კი 51 პროცენტით მეტი პირის მიმართ განხორციელდა.









