რუსთავში, მეცხრამეტე მიკრორაიონში ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებული ცხრა ადამიანი კლინკა “რუსთავში” არის გადაყვანილი. მათ შორის ერთ-ერთი დაშავებულის ცხრა წლამდე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას ამ დროისთვის სასწრაფო ოპერაცია უტარდება. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ცხრა წლის მოზარდის დედაქალაქში გადაყვანა გახდეს საჭირო. რუსთავში უკვე მოემართება შესაბამისი ბრიგადა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მის ჰოსპიტალიზაციას მოახდენს. ადგილზე ოჯახის წევრები და ხელისუფლების წარმომადგენლები არიან შეკრებილები.