ძლიერი აფეთქება რუსთავში – დაშავებულები ,,აზოტის” კლინიკაში გადაჰყავთ (+ფოტო)

რუსთავში მე-19-ე მიკრო რაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქდა გაზის ბალონი. სავარაუდოდ გაზის ბალონი მანქანაში იყო ჩამონტაჟებული. არიან დაშავებულები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და პოლიცია.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ.