”წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის” მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ, 4 ოქტომბერს, განხორციელდება, ”წითელი ხიდი – წალკა – ახალქალაქის” 300 მმ მაგისტრალური გაზსადენის 140-172 კმ შორის, ახლადაშენებული 6,5 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთის მოქმედ გაზსადენში შეჭრითი სამუშაოები.
„შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” შესაძლო დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას.
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციას რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უწყვეტ, უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.