საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული ოქროს საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ფ.გ-ის კუთვნილი ხელჩანთის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 42.88 გრამი) აღმოაჩინეს.
საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4,942.86 ლარი შეადგინა.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 4,942.86 ლარის ოდენობით შეეფარდა.