წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ოფიცრებმა წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ შემოსავლების სამსახურმა განაცახად.

მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეებს ჯამში 1840 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩნდათ.

„25 – 29 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეებს ა.ა.-ს, ს.ა.-ს, ზ.მ.-სა და ვ.ი.-ს, ჯამში, 1840 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი, ფიზიკური დათვალიერებისას აღმოუჩინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.