ჭანტურიას საქმეზე არსებითი განხილვა 10 ოქტომბერს დაიწყება

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას საქმე არსებითად განსახილველად , წინასასამართლო სხდომის მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა ერთპიროვნულად მოსამართლეს გადასცა. მანამდე ეკატერინე პართენიშვილმა ბრალდებულს განუმარტა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ. “მე არ მქონდა დრო რომ გადამეწყვიტა , მოსამართლემ განიხილოს თუ ნაფიც მსაჯულმა.არ ვართ ჯეროვნად ჩამოყალიბებული ადვოკატებთან ერთად. “აღნიშნა გიორგი ჭანტურიამ. ჭანტურიამ ითხოვა სასმართლო პროცესის გადადება, რათა ჩამოყალიბებული პოზიცია დაეფიქსირებინა. მოსამართლემ ორჯერ გამოაცხადა შესვენება, იმისთვის რომ ბრალდებულს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გაევლო, თუმცა ბრალდებული ვერ აღნიშნულ დროში გასცა ზუსტი პასუხი საკითხთა დაკავშირებით. შესაბამისად მოსამართლემ , ბრალდებულის პოზიციის დაფიქსირების გარეშე საქმის არსებითი განხილვა მოსამართლეს გადასცა. დაცვის მხარის შეფასებით ,მოსამართლემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო,ბრალდებულის მკაფიო პოზიციის დაფიქსირების გარეშე რაც კანონდარღვევაა. შეგახსენებთ, პროცესი დღეს დილიდან მიმდინარეობდა რუსთავის საქალაქო სასმართლოში. სასამართლომ დღეს არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა გიორგი ჭანტურიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე. მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილის დასაბუთებით, დაცვის მხარის მიერ წარდგენილ შუამდგომლობაზე სასამართლომ არსებითი განხილვების დროს უნდა განიხილოს. გარდა ამისა დღეს დაცვის მხარეს ჰქონდა შუამდგომლობა და სასამართლოსგან ითხოვდა, დაეშვა განჩინება საქმეში არსებული ბრალდების სამი მოწმის, თედორაძის, რეხვიაშვილისა და ჩადუნელის სატელეფონო ამონაწერების, შესაბამისი ანძების მითითებით ამოღების თაობაზე. გარდა ამისა დაცვის მხარე ითხოვდა კიდევ ერთ განჩინებას, რომელიც ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კომერციული ობიექტიდან ქვითრის ამონაწერის ამოღებაზე თანხმობას ითვალისწინებდა. სასამართლოს მიერ არც ზემოთ ხსენებული შუამდგომლობა იქნა დაყენებული. ჭანტურიას სსსკ 108 და 236 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედება ბრალად. რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ტარებას ითვალისწინებს. საქმის არსებითი განხილვა 10 ოქტომბერს 14:00 ჩაინიშნა.