,,ხალხს ნუ აწვალებთ “- წალკაში პატრულსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა (+ვიდეო)

,,წალკაში საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს არაკანონიერად აჯარიმებს“ -ინფორმაცია და ვიდეო მასალა TV4.GE-ს წალკის მცხოვრებლებმა მიაწოდეს. ვიდეო მასალაში ჩანს რომ პატრული წალკის რაიონის მცხოვრებ, ავტომანქანის მძღოლს რამაზ ირემაძეს აჯარიმებს.
დაჯარიმების ფაქტმა კი ირემაძესა და მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია ვინაიდან გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შესაბამისი ნიშნები და მონიშვნები არ არსებობს.