ხვალ გარდაბანში ყოველწლიური სახალხო დღესასწაული ,,გარდაბნობა 2018’’ გაიმართება.
სახალხო დღესასწაულის ფარგლებში თბილსრესის მოედნისა და 9 აპრილის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება.სპეციალურად დამონტაჟებულ 2 სცენაზე, მაყურებლის წინაშე საკონცერტო ნომრებით წარსდგებიან ქართული ესტრადის ახალგაზრდა შემსრულებლები.ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ანსამბლები.მოეწყობა საგამოფენო სივრცეები, სადაც ადგილობრივი მხატვრებისა და ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები გამოიფინება.მოეწყობა აგრო-პავილიონები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ადგილობრივი ბიო პროდუქტების დაგემოვნება და შეძენა.ამავე დღეს, დაჯილდოვდებიან მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარჩინებული მოსწავლეები და გამოვლინდებიან საპატიო მოქალაქეები, რომელთაც სპეციალურად დაწესებული ჯილდო გადაეცემათ.ღონისძიებას დაასრულებს რეგის, პოპ- და ფოლკ-როკის ჟანრის მუსიკის შემსრულებელი ცნობილი ჯგუფი “33ა”, რომელიც მაყურებლის წინაშე საათნახევრიანი სპეციალური პროგრამით წარსდგება .დღესასწაული საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.