ხმაური და საპატრულო პოლიცია #2 საარჩევნო უბანზე

,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა #2 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები ზეწოლაში დაადანაშაულა.მისი თქმით, თავმჯდომარის მოადგილემ ევროპული საქართველოს დამკვირვებელს ამომრჩეველთა სიის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაადგილება სთხოვა,იმ მიზეზით რომ ის საარჩევნო პროცედურას უშლიდა ხელს. მხარეებს შორის შელაპარაკება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. 
როგორც #2უბნის თავმჯდომარემ tv4-ს განუცხადა, ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.საპატრული პოლიცია სწორედ ,,ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებელმა გამოიძახა.