ქვემო ქართლის გუბერნატორმა , შოთა რეხვიაშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა . „მე ხმას ვაძლევ საქართველოს ევროპულ მომავალს , ზეპარტიულ კანდიდატს , ქვეყნის განვითარებას და გაერთიანებას -აღნიშნავს ქვემო ქართლის გუბერნატორი .
შოთა რეხვიაშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა .
2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები ბოლო არჩევნებია, სადაც ამომრჩეველი პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევს.