ჯაფარიძე შსს-ს ნებაყოფლობით კი არ გაჰყვა, შემოვარდნენ და გაიტაცეს-გირჩი

გირჩის ოფისში საპრეზიდენტო კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. პარტიაში აცხადებენ, რომ ჯაფარიძე პოლიციას ნებაყოფლობით არ გაჰყოლია და ის გაიტაცეს.

გირჩში ასევე ამბობენ, რომ შსს ხშირად აკეთებს მსგავს ქმედებას, რათა თავისი ქმედება “გააპრავონ”.

“ვინმე ჭკუათმყოფელი, ვინც იქ იყო ან ვინც ლაივს უყურებდა, დარწმუნებულია იმაში, რომ ზურას უთხრეს, ბატონო ზურაბ წამობრძანდით თუ შეიძლება და ზურამაც, კი ბატონო წამოვალო?” — აცხადებენ გირჩში.

ლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის ამ ეტაპზე ჯამში 11 პირია გადაყვანილი.