ხვალ დილის 6-დან 9 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება რუსთავში დაახლოებით 43 ათას აბონენტს შეეზღუდება. აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება 1 საათში, 07:00 საათზე აღუდგება. ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი, მარჯვენა სანაპიროს მაღალი ძაბვის ქვესადგურში ძირითადი საპროექტო სქემის აღდგენითი სამუშაოებია, აგრეთვე 110 კილოვატიანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ამომრთველის კაპიტალური შეკეთება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ აღნიშნული სამუშაოების განხორციელება საჭიროა, ახალი გადამცემი ხაზი მარაბდა 2-ის ექსპლუატაციაში შესაყვანად. აღნიშნული ხაზის ექსპლუატაციაში გაშვებამ, მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესებს რუსთავის ენერგომომარაგება.