23-ე საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა (+ფოტო)

რუსთავის 23-ე საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის ვარსკვლავი საზეიმო ვითარებაში  გაიხსნა და სკოლას საჩუქრად „დედა ენის „ ახალი სახელმძღვანელო გადაეცა , ასევე სკოლაში პირველკლასელების ღია გაკვეთილი „ანბანის კარის გახსნა „ გაიმართა , სადაც პირველ კლასელებმა ქართული ენისა და ანბანის შესახებ ისაუბრეს . სკოლის მოსწავლეებმა  ღია გაკვეთილზე დამსწრე საზოგადოებას  სხვადასხვა ლექსები და ანდაზებიც შესთავაზეს .

დედა ენისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საგანმანათლებლო ცენტრებისა და გამომცემლობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ .