რუსთავის 23-ე საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის ვარსკვლავი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა და სკოლას საჩუქრად „დედა ენის „ ახალი სახელმძღვანელო გადაეცა , ასევე სკოლაში პირველკლასელების ღია გაკვეთილი „ანბანის კარის გახსნა „ გაიმართა , სადაც პირველ კლასელებმა ქართული ენისა და ანბანის შესახებ ისაუბრეს . სკოლის მოსწავლეებმა ღია გაკვეთილზე დამსწრე საზოგადოებას სხვადასხვა ლექსები და ანდაზებიც შესთავაზეს .
დედა ენისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საგანმანათლებლო ცენტრებისა და გამომცემლობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ .