„ბავშვებს ჩანთაში რაღაც წიგნებს უდებენ და მშობლებს გვავლდებულებენ,რომ ვიყიდოთ ვიღაცის ნაჯღაპნები“-ამის შესახებ რუსთავის ერთ-ერთი სკოლის მშობელი წერს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„ჩემმა შვილმა სახლში წიგნი მოიტანა და მითხრა ხვალ ფული გამატანე 3 ლარიო, მოვიკითხე რა წიგნს ვყიდულობდი და ვნახე რომ ბათუმის, გარდაბნის, თბილისის სკოლის მოსწავლეების მიერ დახატული ნახატებს ვყიდულობდი, რომელიც ერთ ბუკლეტად გამოსცა ვიღაც ჭკვიანმა. გავატანე უკან. მშობლებმა მითხრეს ,რომ დირექტორმა შემოიტანა წიგნები და დაავალა პედაგოგებს წიგნების გასაღება, ვინც ვერ გაასაღებს ამ წიგნებს პედაგოგებს საკუთარი ჯიბიდან მოუწევთ ფულის გადახდა.“-აცხადებს მშობელი
მშობელი ფაქტზე რეაგირებას ითხოვს და შესაბამის სამსახურებს მიმართავს.
„ პატრონი ჰყავს რუსთავს? რისთვისაა რესურცენტრი, რას აკეთებს მერია?განათლების სამინიტრო? რთული განუკითხავობაა. ვის ჯიბეში მიდის ეს ფული? როდემდე უდა გვატყავებდნენ მშობლებს. ეს ყველაფერი 2 სკოლაში ხდება , მაგრამ, მე როგორც ვიცი, სხვა სკოლებშიც შეიტანეს. ვაპირებთ საპორტორესტო აქცია გავმართოთ და ყველაფერზე ვილაპრაკოთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ჩვენს ხარჯზე ვიღაცების გამდიდრება “
TV4- საკითხთან დაკავშირებით, რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა , სხვა შემთხვევების მსგავსად, რუსთავის რესურსცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხეჩიკაშვილი, ამ პრობლემასთან დაკავშირებითაც არ იყო ინფორმირებული და რუსთავის სკოლებში გაურკვეველი წიგნის იძულებით შეძენის ფაქტთან დაკავშირებით ჩვენი ჟურნალისტისგან შეიტყო. ხეჩიკაშვილმა ,იმის მაგივრად რომ საკითხზე ინფორმირებული ყოფილიყო და შესაბამისი ზომები მიეღო, ჟურნალისტს ჰკითხა ,თუ რომელ სკოლებზე იყო საუბარი. ხეჩიკაშვილის თქმით , ის საკითხის მოკვლევას ორი დღის შემდეგ, ორშაბათიდან დაიწყებს.