84 წლის მამაკაცი მერვე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

თბილისში, დიღომში 84 წლის მამაკაცი მერვე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, დღის პირველ ნახევარში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.