თბილისში, დიღომში 84 წლის მამაკაცი მერვე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, დღის პირველ ნახევარში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.