ბოლნისის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მოქალაქე, რომელიც ფორდ ტრანზიტს მართავდა, ავტომანქანის გაჩერებასთან დაკავშირებულ მოთხოვნას არ დაემორჩილა. ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, მასზე განხორციელებული დევნის შედეგად, ავტომანქანის ძარაზე 3 მეტრ კუბამდე წიფლის სახეობის საშეშე მერქანი აღმოჩნდა.
მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. ავტომანქანა დაილუქა. საქმის მასალები, ბოლნისის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება.
სინქრონი: ირაკლი მუკნიაშვილი – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი