ქვემო ქართლში, ბოლნისის №40 საარჩევნო უბანზე მოქალაქეები მარკირების გარეშე დაუშვეს. როგორც დამკვირვებელი იუწყება, კომისიის წევრი განმარტავს, რომ „ამომრჩევლებს მარკირებაზე გული მისდით“.
„მე–40 უბანი მარკირების გარეშე უშვებს ამომრჩევლებს. კომისიის წევრი ადასტურებს და გვიმტკიცებს, რომ კონკრეტულ ამომრჩევლებს მარკირებაზე გული მისდის. ამავე უბანზე დარღვევებით მიდის პროცედურები, კაბინა ფანჯარასთან დგას და იქიდან აჩვენებენ ვინ შემოხაზეს. ასევე კაბინებს შორის არის გასასვლელი რაც სურათზეც ჩანს. თავმჯდომარე არ იბარებს საჩივრებს,ამიტომ საჩივარს დავწერთ ოლქში“,– იუწყება დამკვირვებელი.